ჩემპიონთა ლიგამ ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი აღიარება მოუტანა: ჩვენიანი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
კვარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია
უეფას აღიარების გარდა, Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის წარმატებული დრიბლიორები გამოავლინა, სადაც ხვიჩამ მე-3 ადგილი დაიკავა.
სიას სათავეში „რეალის“ ვინისიუსი უდგას 47 დრიბლინგით. 37 დააგროვა „მილანელმა“ რაფაელ ლეაომ, შემდეგ კი უკვე კვარაა – 35 დრიბლინგი.
მე-4 და მე-5 პოზიციებს გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელები იკავებენ – „სიტის“ჯეკ გრილიში და ბერნარდო სილვა – 26.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი მოაგროვა.
ხვიჩა ევროპის ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელებსა და ტოპ ლიგების მეპასეებშია
GIPHY App Key not set. Please check settings