„ნაპოლიმ“ სერია ა-ს ბოლო ტურში შინ „ჯენოას“ ვერ მოუგო (1:1). მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ დაკარგულ ქულებს გადაყვა მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი. თუმცა ახლა სხვა თემაზე ვწერთ. მიუხედავად წარუმატებელი შედეგისა, ხვიჩა კვარაცხელია მთელი მატჩი აქტიურობდა, გუნდს ლიდერობდა და ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვედრილიყო.
ნაპოლი ბოლო წუთზე გადარჩა, კვარა საუკეთესო იყო
ტურის გუნდიSofascore-მა დაასახელა. მან ხვიჩას 8.3 ქულა დაუწერა. ეს შეფასება
საუკეთესო ხუთეულშია.
შეგახსენებთ, კვარაცხელია 23-ე ტურის სიმბოლურშიც მოხვდა, “ვერონასთან” კარგი თამაშის გამო.
ხვიჩა ტურის კიდევ ერთ სიმბოლურში
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings