in

ხვიჩა ოქროს ბურთს მოიგებს, ოღონდ… რატომ თქვა ჯუღელმა ის, რაც თქვა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ საკუთარ “იუთუბ” გვერდზე “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემა “სპორტი იმედზე”-ს ეთერში განაცხადა, რომ “კვარას” “ნაპოლიდან” წასვლა სურს.

პედულას თქმით, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა მსგავსი რამ იმის გამო თქვა, რომ “ნაპოლიმ” ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს.

“ჩვენ “ნაპოლიში” ყოფნა აღარ გვსურს, რადგან ისინი არ გვაძლევენ ხელფასს, რომელსაც ვიმსახურებთ” – ჯუღელის განცხადება პირადად მე, ასე მივიღე. ეს ბიჭი ყოველწლიურად 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ოსიმენი კი 11 მილიონ ევროს. რა თქმა უნდა, ასეთი
განცხადებები ფულს უკავშირდება.

არტიომ დოვბიკი? “ნაპოლის” მის დამატებას განიხილავს, მაგრამ უკრაინელი ჯერჯერობით შეთავაზებას “ატლეტიკოდან” ელოდება. უკრაინელის მსურველ კლუბებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ”, – განაცხადა პედულამ.

სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ “კორიერე სპორტთან” ინტერვიუში “ნაპოლიში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

“გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო, ამა თუ იმ ფეხბურთელების პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელებს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. “კვარა” ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, “ოქროს ბურთს” მოიგებს, დარწმუნებული ვარ”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ა ბატონო გუნდი: ესპანეთი დომინანტია – ინგლისო, ეს რა არის?!

იქით კოპა ამერიკა დაიწყო: არგენტინის მოგებით და მესის რეკორდით