in

ხვიჩა მთელი ევროპის წლის ნაკრებშია: კვარა, მბაპე, მესი… ერთად არიან

ხვიჩა კვარაცხელიას აღიარება გრძელდება. მას ლამის ყველა გამოცემა ასახელებს სიმბოლურ ნაკრებებში. ასე გააკეთა ცოტა ხნის წინ Whoscored-მაც, მაგრამ ეს პორტალი უფრო შორს წავიდა და ევროპის ტოპ ლიგების სიმბოლური შეადგინა. ქართველი შემტევი აქაც არ გამორჩენიათ.

ხვიჩას ყველაზე მაღალი შეფასება გამოუვიდა: კვარა კიდევ ერთ სიმბოლურში


სიმბოლური გუნდი 4-4-2 სქემით შეადგინეს, ხვიჩა მარცხენა ფლანგზე დააყენეს, მის წინ კი არც მეტი არც ნაკლები თვით მბაპე და მესი არიან.

ფეხბურთელები გუნდში წლის განმავლობაში საშუალო შეფასებების მიხედვით მოხვდნენ.

მეკარე: ლედესმა („კადისი“).

მცველები: ტრიპიერი („ნიუკასლი“), პავარი („ბაიერნი“), გიროტო („ნანტი“), გერეირო („დორტმუნდი“).

ნახევარმცველები: საკა („არსენალი“), დე ბრუინი („სიტი“), ბელინგემი („დორტმუნდი“) კვარაცხელია („ნაპოლი“).

თავდამსხმელები: მესი (პსჟ), მბაპე (პსჟ).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მზადება გრძელდება: ფეხბურთელები ემატებიან და ლეგიონერებიც მალე ჩამოვლენ

მამარდა ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს