პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა ევროპის წამყვანი ლიგების სეზონი შეაჯამა და სიმბოლური ნაკრებები დაასახელა. მათ შორის იტალიის სერია ა-ში. სასიხარულოა, რომ მის ვერსიაშიც მოიძებნა ადგილი ხვიჩა კვარაცხელიასთვის.
კვარასთან ერთად სიმბოლურში „ნაპოლის“ კიდევ ოთხი ფეხბურთელია.
ქართველი ფეხბურთელი წლის გუნდში ასევე დაასახელა Footballtransfers-მა.
საინტერესოა, რომ ESPN-მა ხვიჩა ნახევარდაცვაში დააყენა, ხოლო Footballtransfers-მა წინ, თავდასხმაში.
მეკარე: ივან პროვედელი (ლაციო)
მცველები: კიმი (ნაპოლი), მარტინეს ქუარტრა (ფიორენტინა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კარლოს აუგუსტო (მონცა)
ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ნიკოლო ბარელა (ინტერი)
თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), რაფა ლეაო (მილანი).
GIPHY App Key not set. Please check settings