in ,

ხვიჩა კვარაცხელია: ჩემთვის ფეხბურთი სიყვარულია – ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “რუსთავი 2”-ს ბლიც-ინტერვიუ მისცა, რომელშიც კვარამ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

რას ნიშნავს შენთვის ფეხბურთი?

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი ფეხბურთს უკავია, ამიტომ ის ჩემთვის სიყვარულს ნიშნავს. უბრალოდ, მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ.

რა ასაკში გადაწყვიტე ფეხბურთელობა?

9-10 წლის ასაკში. პატარაობაში, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, ვოცნებობდი საქართველოს ნაკრების მაისურით მეთამაშა.

რა არის საჭირო ფეხბურთში წარმატების მისაღწევად?

შრომისმოყვარეობა. მუდამ უნდა იშრომე განვითარებისთვის.

რომელია შენი საყვარელი სიმღერა?

გამორჩეული სიმღერა არ მაქვს. ჯგუფ Coldplay-ს ვუსმენ.

როგორია შენი სამუშაო დღე?

ძალიან დატვირთული. თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს. ხოლო როდესაც მაქვს, ვცდილობ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვიყო.

რა გენატრება, როცა საქართველოდან შორს ხარ?

ოჯახი.

საყვარელი კერძი?

ხინკალი.

ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც გაქვს?

ჩემპიონთა ლიგის მოგება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: არაბულის მაკრატელა საბერძნეთში საუკეთესოდ აღიარეს

ისტორიაში პირველად FA ქალმა ჩაიბარა