in ,

ხვიჩა კარგი და აქტიური იყო: მომენტები ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა – ნაპოლიმ ბოლოსკენ მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, მისმა „ნაპოლიმ“ კი ბეწვის ხიდზე გაიარა და ბოლოსკენ მოუგო „სპეციას“ 1:0.

კვარაცხელია ყველაზე აქტიური და სახიფათოც იყო. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ამდენი მომენტის მიუხედავად, მოედანი უგოლოდ (ან თუნდაც ასისტის გარეშე) დატოვა.

მატჩის დაწყებამდე დაჯილდოებული ქართველი ძირითადში იყო და ძალიან მონდომებულიც ჩანდა.

ხვიჩას გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. უკვე მე-6 წუთზე ფინტებით ორი მცველი ჩამოიშორა და დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეღობა. მე-15 წუთზე დაბალ კუთხეში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ნახტომში მოიგერია.

23-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში შევარდა და მარცხენა კუთხეში დაბლა დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება ისევ მოახერხა. 34-ე წუთზე ქართველმა საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა, გოლის გატანის შანსიც იყო, მაგრამ მცველმა დაუბლოკა.
50-ე წუთზე ხვიჩამ კუთხურიდან წამოიღო ბურთი და საჯარიმო მოედნის კიდედან დაარტყა, მაგრამ ისევ მცველი გადაეღობა.
67-ე წუთზე სპალეტიმ კვარცხელია ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა.

„ნაპოლიმ“ მიზანს მატჩის მიწურულს მიაღწია. 89-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ მცველებს დაასწრო და მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტიმ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩის ბოლოს სათადაროგოთა სკამიდან მიაბრძანეს.

„ნაპოლიმ“ 14 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. მისი გადასწრება მხოლოდ „ატალანტას შეუძლია, რომელიც ხვალ შუადღეს შინ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ეთამაშება. ქულებით კი შესაძლოა “მილანი” გაუთანაბრდეს თუ დღეს საღამოს სტუმრად “სამპდორიას” მოუგო.
აი მომდევნო ტურში ცენტრალური მატჩი “სან სიროზე” იქნება, სადაც ჩემპიონი “მილანი” სწორედ “ნაპოლის” უმასპინძლებს – 18 სექტემბერს, 22:45 საათზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო მე-8: მონტენეგრომ ისევ მოგვიგო, ისევ 14:11

ისტორია დაწერილია! კარლოს ალკარასი 19 წლის ასაკში რეიტინგის მწვერვალზე