Transfermarkt-მა, რომელიც ათასგვარად ითვლის ფასებს და ღირებულებებს, ახლა გადაწყვიტა და მას შემდეგ, რაც სერია A-ს ფეხბურთელების ფასები განაახლა, იტალიის პირველობის სიმბოლური ნაკრები შეადგინა ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების მიხედვით.
ცხადია, ასეთ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ადგილიც მოიძებნა. მეტიც, ქართველზე წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.
ფასების მიხედვით Transfermarkt-მა იტალიის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები:
მიკ მენიუ (მილანი, 35 მლნ), ფედერიკო დიმარკო (ინტერი, 60 მლნ), ალესანდრო ბასტონი (ინტერი, 75 მლნ), ბრემერი (იუვენტუსი, 60 მლნ), ნიკოლო ბარელა (ინტერი, 80 მლნ), ედერსონი (ატალანტა, 50 მლნ), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, 85 მლნ), ტეიანი რეინდერსი (მილანი, 50 მლნ), კრისტიან პულიშიჩი (მილანი, 50 მლნ), მარკუს ტიურამი (ინტერი, 75 მლნ), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, 100 მლნ).
ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება 80 მილიონი ევროდან 85 მილიონამდე გაიზარდა, საბა გოგლიჩიძის 5 მილიონიდან 8 მილიონამდე.
GIPHY App Key not set. Please check settings