ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. ასეთი გახლავთ The Athletic-ის ვერსია. ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ევროპის ტოპ 5 ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოარჩიეს.
ფეხბურთელი არ უნდა ყოფილიყო 23 წელზე უფროსი ასაკის.
სერია A: ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
პრემიერლიგა: ბუკაიო საკა („არსენალი“)
ლა ლიგა: ვინისიუსი („რეალი“)
ბუნდესლიგა: ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ დორტმუნდი)
ლიგა 1: ელი ვაჰი („მონპელიე“)
გამოცემა კომენტარში წერს: „ძნელია გაიხსენო ფეხბურთელი, რომელიც უცნობი ჩემპიონატიდან მოვიდა და ასეთი დიდი გავლენა მოახდინა“ და დასძენს, რომ ოსიმენის შედეგიანობის გაზრდა ასეთი არაპროგნოზირებადი პარტნიორის დამსახურებაცაა.
GIPHY App Key not set. Please check settings