in

მინდა გავიცნო მოზარდები: შოთა რეგიონებში მასტერ კლასებს ჩაატარებს

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რეგიონებში ღია ვარჯიშების გამართვა დააანონსა.

„საქართველოში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე ჩავატარე ღია ვარჯიში „დინამო თბილისის“, 35-ე საფეხბურთო სკოლის, „ლოკომოტივისა“ თუ სხვა აკადემიებში. შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებ, თუმცა ამჯერად მთავარ ყურადღებას რეგიონებს დავუთმობ.

მინდოდა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, იმ ქალაქებში შევხვედროდი მოზარდებს, საიდანაც წლების მანძილზე იღებდა შევსებას ჯერ „დინამო თბილისი“, შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები. დღესაც თბილისური აკადემიები, ძირითადად, აჭარიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან იღებენ შევსებას და ჩვენი შემდეგი მოგზაურობაც დასავლეთ საქართველოში დავგეგმეთ.

მინდა, გავიცნო მოზარდები, ვესაუბრო და მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი გამოცდილება. მიხარია, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომეცემა. შეხვედრამდე“, – წერს შოთა არველაძე.

შოთა არველაძის ღია ვარჯიშებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა წყალტუბოს „სამგურალმა“:

„ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე, დასავლეთის ტურის ფარგლებში, წყალტუბოში, სამგურალის აკადემიის ფეხბურთელებისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს.
ვარჯიში 3 ივნისს, შაბათს, 11:00 საათზე „სამუგრალის“ ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. საწვრთნელ პროცესში შოთა არველაძესთან ერთად მონაწილეობას „სამგურალის“ მწვრთნელებიც მიიღებენ.
ვარჯიშზე დასწრება შეუძლიათ როგორც აკადემიის ფეხბურთელებს და მშობლებს, ისე სამგურალის გულშემატკივარს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, – წერია „სამგურალის“ განცხადებაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის წლის სიმბოლური: ამჯერად WhoScored-სგან

ხვიჩა იტალიის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს