in ,

ხვიჩა იტალიაში თვის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული დებიუტი სერია ა-ში და უამრავი ქათინაური არავის გაკვირვებია, მაგრამ ეს მართლაც გამორჩეულად სასიამოვნო ამბავია – იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ „ნაპოლის“ ქართველი ახალწვეული დაასახელა.

ეს ინფორმაცია tuttonapoli.net-მა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქართველმა გამოკითხულთა ხმების 67% მიიღო. ვრცლად უწერია და მთელი მიმოხილვა აქვს გაკეთებული კიდევ ერთ იტალიურ საიტს (ultimouomo.com) სტატიაში “კვარაცხელიამ კარგად დაიწყო”.

სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია ავლენს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს და მისი დაჯილდოება ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნევა.

შეგახსენებთ, ჩვენიანმა იტალიის პირველობაზე 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე პასია. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ბოლო შეხვედრა “ლეჩესთან” არ გაუთვალისწინებიათ, ხმის მიცემა მანამდე დასრულდა. ასე რომ, ხვიჩას სამი თამაშით შეაფასეს.

პირველ მატჩში „ვერონას“ გოლიც გაუტანა და ასისტიც მიითვალა, შემდეგ „მონცასთან“ დუბლი ჩაიწერა აქტივში, ხოლო „ფიორენტინასთან“ შედეგიანი მოქმედება აღარ ჰქონია.

კვარაცხელია ტურის სიმბოლურში ორჯერ მოხვდა.

აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაში ხვიჩას კონკურენტები იყვნენ “ლაციოს” ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, “ტორინოს” თავდამსხმელი ნემანია რადონიჩი და “მილანის” მცველი პიერ კალულუ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლა ლიგა სხვებს ჩამორჩა: ბარსა მესამედს ხარჯავს, ყველაზე დიდი გარიგება კი რეალისაა

დღეს ხვიჩა იქნება: სპალეტი პირველი მატჩის თერთმეტეულს უბრუნდება