გერმანული Transfermarkt-ის განახლებული ვერსიის თანახმად, „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ფასი სარეკორდოდ გაიზარდა.
ამჟამად ქართველი ფეხბურთელის ფასი 85 მილიონი ევროა. მას მანამდე 60 მილიონ ევროდ აფასებდნენ.
კვარაცხელიას ფასი „ნაპოლიში“ გადასვლამდე 15 მილიონი ევრო იყო, შემდეგ ჯერ 35 მილიონი გახდა, 2022 წლის ბოლოს კი 60 მილიონი. გასული წლის 5 მაისიდან 2023 წლის 21 მარტამდე მისი შეფასება 70 მილიონით გაიზარდა.
კვარაცხელია სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ჩვენიანი მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება, რომლის ფასიც ასევე გაიზარდა – 70-დან 100 მილიონ ევრომდე.
სერია ა-ს ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ხუთული:
- ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“) – 100 მლნ ევრო
- ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“) – 85 მლნ ევრო
- ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) – 80 მლნ ევრო
- რაფაელ ლეაო („მილანი“) – 80 მლნ ევრო
- დუშან ვლაჰოვიჩი („იუვენტუსი“) – 75 მლნ ევრო
GIPHY App Key not set. Please check settings