in

ხვიჩას ხელფასზე ისევ გაუგებრობაა: კლუბი და აგენტი ვერ თანხმდებიან – ვინ რას ითხოვს

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ ახლებური ურთიერთობის თემაზე საუბარი არ წყდება.
იტალიური მედია ამბობს, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს უარყოფს და ამას სისულელეს უწოდებს, მაგრამ Corriere dello Sport სხვანაირად წერს.

ნეაპოლელთა პრეზიდენტი დე ლაურენტისი და ფეხბურთელის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან.
ამბობენ, პრეზიდენტი აგენტის წინადადებებს ბლოკავს.
მოთამაშის მხარის მოთხოვნებსა და „ნაპოლის“ წინადადებებს შორის დიდი სხვაობაა. კლუბი იმას უფრთხის, რომ მერე სხვა ფეხბურთელებმაც არ მოინდომონ იგივე. ქართულ მხარეს სეზონური 5 მილიონამდე (+3 მილიონი ბონუსის სახით) გაზრდა სურს. თავის მხრივ, კლუბი 3 მილიონს ჩამოდის.

„ნაპოლიმ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„ზოგიერთი მედიასაშუალება, ერთადერთ წყაროდ ფეხბურთელის აგენტები რომ ჰყავთ, აგრძელებენ კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სავარაუდო მიმდინარე მოლაპარაკებების გაშუქებას. ამაზე საუბარი სისულელეა.
„ნაპოლიდან“ კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზე (ხელშეკრულება 4 წელიწადში იწურება) ფეხბურთელთან არავის უსაუბრია “, – წერია კლუბის განცხადებაში.

მოკლედ, პრესაში ისიც იწერება, რომ ეს განცხადება პირდაპირი გზავნილია მამუკა ჯუღელისადმი და რომ მხარეებს კომპრომისი მოუწევს, რომლის თანახმად კლუბი ხელფასის გაორმაგებაზეა თანახმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოსთან ფინალივით თამაში გვაქვს: გავის ყური მოაგლიჯეს, რომლის რეკორდსაც ემუქრებიან – ესპანეთის სათბილისო ამბები

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი რაშფორდია: ასე გადაწყვიტეს გულშემატკივრებმა