in ,

საქართველოსთან ფინალივით თამაში გვაქვს: გავის ყური მოაგლიჯეს, რომლის რეკორდსაც ემუქრებიან – ესპანეთის სათბილისო ამბები

ზეგ თბილისში დიდი მატჩია: საქართველო კიდევ ერთხელ შეეცდება ესპანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს და აღარ წააგოს. ამის შანსი ნამდვილად არის. ესპანელი ფეხურთელების პატივისცემის მიუხედავად, ეს არ არის ისეთი ვარსკვლავური გუნდი, როგორც ადრე ჰყავდათ., ჩვენებიც ასე თუ სე ფორმაში არიან და გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე ერთ შეხვედრაში დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

რა ხდება ესპანელების ბანაკში?

საქართველოსთან თამაშში შესაძლოა ესპანეთისთვის ახალი რეკორდი დაფიქსირდეს.
გამოძახებულთა შორის არის „ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ლამინ იამალი.
თუ ის მოედანზე გავა, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში უთამაშია.
ჯერ რეკორდსმენი ასევე “ბარსელი“ გავია, რომელსაც ნაკრებში დებიუტი 17 წლისა და 62 დღის ასაკში ჰქონდა.

გავი ვახსენეთ და 19 წლის ფებხურთელს „ოსასუნასთან“ მატჩის დროს ყური დაუზიანდა და ნაკერები დაადეს. გავი ჩვენტან სათამაშოდ ჩაფხუტით ემზადება.

საქართველოსთან მატჩის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი სესარ ასპილიკუეტა ჟურნალისტებს ესაუბრა:

„კარგ ვითარებაში არ ვართ, ორივე მატჩში გამარჯვებების მოპოვებას უნდა შევეცადოთ. კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი სისწრაფე აქვს და ნებისმიერ დროს თამაშის ბედის შეცვლა შეუძლია. მას სხვა ბევრი დადებითი თვისებაც აქვს.
ჩვენ ამ შეხვედრას, როგორც ფინალს, ისე უნდა მივუდგეთ და ეს თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა გაითავისოს.
გვესმის, რომ იოლ სიტუაციაში აღარ ვართ. საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი ნაკრები და მათი დამარცხება რთული იქნება“, – განაცხადა გამოცდილმა მცველმა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

Concentración Selección Española durante la ventana de septiembre de la UEFA Nations League. Foto David Aliaga/RFEF

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უელსმა და ავსტრალიამ ნინიაშვილზე უნდა იფიქრონ: ქართველი მორაგბე გამორჩეულებშია

ხვიჩას ხელფასზე ისევ გაუგებრობაა: კლუბი და აგენტი ვერ თანხმდებიან – ვინ რას ითხოვს