in

ხვიჩას პასი, ოსიმენის გოლი: იტალიაში საუკეთესო დუეტი კვარა-ოსიმენია

ცნობილმა და ავტორიტეტულმა პორტალმა WhoScored-მა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, „ნაპოლის“ შემტევებს ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიკტორ ოსიმენს სერია ა-ს საუკეთესო დუეტი უწოდა და მოსაზრება სტატისტიკითაც გაამყარა.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონში 16 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. WhoScored გამოყოფს, რომ ოსიმენმა გოლების 37,5% ხვიჩას პასებით გაიტანა.

„სერია ა-ს საუკეთესო კომბინაცია: კვარაცხელიას პასი ოსიმენის გოლი – 6. „ნაპოლის“ დინამიური დუეტი“, – ასე მოკლედ და გასაგებად დაწერეს.

ოსიმენის ანგარიშზე 19 შედეგიანი მოქმედებაა: 16 გოლი + 3 პასი. კვარაცხელიას 17 ქულა აქვს – 8 გოლი + 9 საგოლე პასი.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ტოპ 5 ლიგაში, ხვიჩა ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც 10+ გოლი გაიტანა და 10+ ასისტი მოაგროვა. ჩვენიანმა ყველა ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 12 ასისტი შეასრულა. ისე კი ასეთთა შორის ლეო მესი, ნეიმარი, კოლო მუანი და სერჟ გნაბრი არიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე გამოკითხვას ლიდერობს: ვინ გახდება იანვრის მოთამაშე

ისტორიის შემქმნელები… საუდელებმა ბრაზილიელები დაამარცხეს და მსოფლიოს ფინალში გავიდნენ