ლუჩანო სპალეტი სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ოქტომბრის თვეში.
მისმა და ხვიჩას „ნაპოლიმ“ გასულ თვეში იტალიის ჩემპიონატის ყველა მატჩი მოიგო – 5-დან 5.
ნეაპოლურ კლუბს 12 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს და ცხრილში პირველია.
დღეს გუნდს დიდი გამოცდა აქვს: სტუმრად მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტას“ ეთამაშება. სამწუხაროდ, მცირე ტრავმის გამო ამ შეხვედრას გამოტოვებს ხვიჩა კვარაცხელია.
GIPHY App Key not set. Please check settings