მოგეხსენებათ, უკვე „ნაპოლის“ ფეხბურთელია ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია და შესაბამისად ამ კლუბში მიმდინარე მოვლენები განსაუთრებულ აქტუალობას იძენს. მით უმეტეს, როდესაც საქმე მთავარ მწვრთნელს ეხება.
ლუჩანო სპალეტიმ შესაძლოა „ნაპოლი“ დატოვოს თუ კალიდუ კულიბალის გაყიდიან.
Diario Sport ეყრდნობა Corriere dello Sport-ს და წერს, რომ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენა, რომ გადადგება, თუ მცველს გაუყიდიან.
სენეგალელ ფეხბურთელს ბევრი მსურველი ჰყავს – „ბარსელონა“, პსჟ, „ჩელსი“ და გვარიან ფულსაც იხდიან.
თანაც კულიბალის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2023 წლამდეა და მერე შესაძლოა კლუბმა ის საერთოდ უფასოდ დაკარგოს.
GIPHY App Key not set. Please check settings