სერია ა-ს მწვრთნელებმა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის აღმოჩენად დაასახელეს, ხოლო „ნაპოლი“ სეზონის სიურპრიზად.
სააგენტო ITALPRESS-მა მწვრთნელებს სამი შეკითხვა დაუსვა:
- რომელი გუნდია ჩემპიონატის აღმოჩენა;
- რომელი მოთამაშეა ჩემპიონატის აღმოჩენა;
- ვინ მოიგებს ჩემპიონატს.
გამოკითხვაში 20 გუნდის 17 მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა. პასუხების გაცემა არ მოისურვეს „რომას“, „ლაციოს“ და „მონცას“ მწვრთნელებმა.
მეორე კითხვაში 17-დან 10-მა მწვრთნელმა ხმა სწორედ კვარაცხელიას მისცა.
ხვიჩა გამოარჩიეს ტიაგო მოტამ (ბოლონია), დევიდ ბალარდინიმ (კრემონეზე), ვინჩენცო იტალიანომ (ფიორენტინა), სიმონე ინძაგიმ (ინტერი), სტეფანო პიოლიმ (მილანი), ალესიო დიონისიმ (სასუოლო), ლუკა გოტიმ (სპეცია), ივან იურიჩმა (ტორინო), ანდრეა სოტილიმ (უდინეზე), მარკო ძაფარონიმ (ვერონა).
2 მწვრთნელმა ბალდანძი (ემპოლი) დაასახელა, თითო-თითო ხმა დააგროვეს სკალვინიმ, ბაშიროტომ, კარლოს აუგუსტომ და ოსიმენმა.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდი და მოთამაშეები შეგნებულად არ დაასახელა.
GIPHY App Key not set. Please check settings