„ბარსელონამ“ შესაძლოა გააუქმოს ფრენკი დე იონგის კონტრაქტი კლუბის წინა ხელმძღვანელობის შეცდომების გამო. კლუბს ჰოლანდიელის მოშორება უნდა, ფეხბურთელს წასვლა არ სურს.
„მანჩესტერმა“ მოინდომა „იუვენტუსიდან“ რაბიოს გადმოყვანა. როგორც ხდება ხოლმე, მთავარია ფეხბურთელის დედას მოელაპარაკონ.
ტენ ჰაგს ძალიან უნდა არნაუტოვიჩის ყიდვა, ამიტომ „იუნაიტედი“ შეთავაზებას გაზრდის. „ბოლონიამ“ 8 მლნ ევროზე უარი თქვა.
„ლაიპციგი“ 19.5 მლნ ევროს და ბონუსებს გადაიხდის ტიმო ვერნერის დაბრუნების სანაცვლოდ, „ჩელსიმ“ ეს ფეხბურთელი გერმანელებისგან 53 მილიონად იყიდა 2020 წელს.
პსჟ მოელაპარაკა ფაბიან რუისს კონტრაქტის პირობებზე. ფრანგულ კლუბს სურს „ნაპოლის“ მცველის ხელში ჩაგდება „რეალს“ დაასწროს. მოგეხსენებათ, ხვიჩას გუნდმა წელს კულიბალიც დაკარგა.
ედინსონ კავანის პრიორიტეტი ლა ლიგაა. ფორვარდით „ვალენსია“ და ვილიარეალი“ არიან დაინტერესებული.
მარიანო ამ ზაფხულს არ წავა „რეალიდან“. მას დარჩენილი 4.5 მლნ ევროს აღება მთლიანად სურს.
დორტმუნდის „ბორუსია“ 34 წლის მოდესტეს აიყვანს ალეს ნაცვლად. „კიოლნის“ ფორვარდმა 20 გოლი შეაგდო წინა სეზონში.
ისკომ „სევილიასთან’ 2024 წლამდე კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ლაპორტა: „ჩავი არ აკეთებს აქცენტს უმტიტისა და ბრაიტვაიტზე. მათთვის უმჯობესია წავიდნენ“.
„ვალენსიას“ მეკარე იასპერ სილესენი „ნაიმეგენში“ გადავიდა.
„ვულვზი“ 32 მლნ ევროს იხდის „ვალენსიას“ გედეშის წასაყვანად.
„ლესტერი“ და „საუთჰემპტონი“ ჰადსონ-ოდოიზე აცხადებენ პრეტენზიას.
„ბარსელონა“ მოლაპარაკებებს მართავს მესის გარემოცვასთან არგენტინელის 2023 წელს დაბრუნებასთან დაკავშირებით. ლაპორტა: “ჩვენ მესის წინაშე მორალური ვალი გვაქვს“. მესის გარემოცვამ ეს მოლაპარაკებები უარყო.
GIPHY App Key not set. Please check settings