იტალიის ჩემპიონატში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ვიკტორ ოსიმენი აღიარეს.
„ნაპოლის“ ნიგერიელმა ფორვარდმა გასულ თვეში 5 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა 5 მატჩში.
ამ გოლების გატანაში ფორვარდს ქართველი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელიაც ეხმარებოდა.
პრიზის პრეტენდენტები ასევე იყვნენ პაულო დიბალა („რომა“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), ადემოლა ლუკმენი („ატალანტა“) და ლუის ალბერტო („ლაციო“).