უკვე ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ აღარ თამაშობს. მისმა ახალმა კლუბმა „ნაპოლიმ“ ასე გადაწყვიტა და ჩვენიანს აუკრძალა საქართველოში თამაში. ხვიჩა ნეაპოლელებს მალე შეუერთდება და ივლისში სავარაუდოდ ტესტ მატჩებშიც ნახავენ.
თუმცა იტალიაში კვარაცხელია ისე არ წავა, მას ბათუმელი გულშემატკივარი დაემშვიდობება და დამსახურებულ მადლობასაც ეტყვის.
29 ივნისს ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ მასპინძლობს. სწორედ ამ შეხვედრამდე გამოეთხოვება კვარაცხელია გუნდს.
კლუბი გულშემატკივარს მოუწოდებს, მივიდნენ სტადიონზე, რომ ხვიჩა სავსე ტრიბუნების წინაშე გააცილონ.
ხვიჩა საქართველოში საუკეთესოდ აღიარეს: კვარაცხელიამ ხალხი დააბრუნა
ამის შემდეგ ჩვენი ტალანტი და იმედი იტალიაში გაემგზავრება, „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააფორმებს და 1 ივლისს იქაურ გულშემატკივრებსა და მედიას წარუდგენენ.
კვარაცხელია მესამე ქართველია, კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია ა-ში ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings