„ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია „ნიუკასლის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.
The Times წერს, რომ ინგლისური კლუბი რეგულარულად აკვირდებოდა 21 წლის ქართველ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ანგარიში და შეფასება იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ჩვენიანი „ნიუკასლის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა უახლესი ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ხვიჩა დაახლოებით 50 მილიონ ფუნტად ფასდება. მისი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა.
მოგეხსენებათ, რომ „ნიუკასლს“ გასულ სეზონში ახალი, შეძლებული პატრონი გამოუჩნდა და კლუბსაც მადა მოემატა. წლევანდელ პრემიერლიგაში გუნდი მშვენივრად თამაშობს და მე-3 ადგილზეა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ „ნიუკასლში“ ქართველს უკვე უთამაშია – 1997-2000 წლებში ამ გუნდის ღირსებას თემურ ქეცბაია იცავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings