ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანში ჩავიდა, რათა „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას შეხვედროდა. ამის შესახებ ინსაიდერი ნიკოლო სკირა წერს.
საუბრის თემა ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება და ხელფასის მომატებაა. მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა ძალაში.
21 წლის კვარაცხელია „ნაპოლიში“ გასულ ივლისს გადავიდა. ყველა ტურნირზე 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი მისცა და კარგი თამაშით საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.
GIPHY App Key not set. Please check settings