ხვიჩა კვარაცხელიას ახალ გუნდში ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე მიყავთ. „ჩელსის“ გოლკიპერი კეპა არისაბალაგა ახლოსაა „ნაპოლიში“ გადასვლასთან. ამაზე წერს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყარო ამბობს, რომ ნეაპოლელები იჯარით აიყვანენ 27 წლის ესპანელს სეზონის ბოლომდე. ამასთან, ხელფასის დიდ ნაწილს სწორედ „ნაპოლი“ გადაიხდის.
გასულ სეზონში კეპამ მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაუშვა. მისი კონტრაქტი ლონდონელებთან 2025 წლის 30 ივნისამდეა.
ბილბაოდან ლონდონში 23 წლის ბიჭის გადასვლისთვის იმხანად სარეკორდო თანხა 72 მლნ ფუნტი გადაიხადეს და ამით ალისონის „რომადან“ „ლივერპულში“ ტრანსფერი დაიჩრდილა (66.8 მლნ ფუნტი). შეიძლება ითქვას, რომ კეპამ ინგლისში მოლოდინი ვერ გაამართლა, ბოლოს კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
გარდა ამისა, ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
26 წლის კამერუნელთან მოლაპარაკებები მიდის.
„ნაპოლიმ“ ანგისა 2021 წელს იჯარით მიიყვანა „ფულჰემიდან“, ხოლო 2022 წელს გამოისყიდა. წინა სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings