in

ხვალ კარგ მოედანზე ვითამაშებთ: ლაშა დვალი ქომაგებს მოუწოდებს ალბანელებივით არ მოიქცნენ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მეოთხე მატჩს ხვალ თბილისში ჩაატარებს და კიდევ ერთხელ ეცდება ალბანეთის დამარცხებას.

მატჩის წინა ტრადიციულ პრესკონფერნციაზე მთავარ მწვრთელთან ერთად მივიდა ნაკრების მცველი ლაშა დვალი.

ალბანეთთან მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს: სანიოლი ტაქტიკას არ შეცვლის

ლაშა დვალი:

„ძალების აღსადგენად მცირე დრო გვაქვს, მაგრამ ალბანეთიც იგივე მდგომარეობაშია. მიმაჩნია, რომ სათამაშოდ მზად ვართ.

ტირანაში ალბანელი გულშემატკივრები ცუდად მოგვექცნენ, თუმცა ჩვენს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მათ მსგვასად არ მოიქცნენ.

დამრჩა შთბეჭდილება, რომ უკრაინელები პოზნანის მოედნისთვის უფრო მომზადებულები იყვნენ, ჩვენ კი ფეხი გვისრიალებდა. ხვალ კარგ მოედანზე ვითამაშებთ და იმედია, უკეთეს ფეხბურთსაც ვაჩვენებთ“.

საქართველოს ნაკრები ალბანეთს „მიხეილ მესხი არენაზე“ 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბურჯანაძის 14 ქულა არ ეყო

აუცილებლად უნდა მოვიგოთ: ალბანეთს გზა მოჭრილი აქვს და მხოლოდ 3 ქულა უნდა