in

ხეცურიანისა და თიბილაშვილის ბრინჯაო მსოფლიო თასზე

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდმა, წარმატებით აიღო სტარტი 2022 წლის სან-პაოლოს მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ირმა ხეცურიანმა დაშნით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ხეცურიანმა ამ დისციპლინაში (დაშნა) მედალი პირველად მოიპოვა.ტურნირის დაწყებიდან პირველ დღეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელი რაპირით ასპარეზობაში ნინა თიბილაშვილიც გახდა.

აღნიშნულ ტურნირზე ჩვენი ნაკრები გუნდი განაგრძობს შეჯიბრს.დღეს, ირმა ხეცურიანი რაპირაში გამოვა, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი კი დაშნაში.

სან-პაოლოს მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს პარა მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი ასპარეზობას 17 აპრილს დაასრულებს.

წყარო: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის 23 ქულა და მატჩის MVP

შოტლანდია-უკრაინის მატჩი ოფიციალურად ჩაინიშნა