in

ხელით ზეცაში, “CRY FOR ME ARGENTINA”, კემპესი…მარადონა… … … ლიონელ ანდრეს მესი!

ლეომ დახურა? შეკითხვა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალურია.

სიუჟეტი “WHAT IF” სამყაროდან, დროში უკან მოგზაურობა და ჯერ კიდევ ნოემბერია, ჯერ კიდევ არ ვიცით “სუსხიანი” და ცივი მუნდიალის გემო. შეკითხვა N1: მესი თუ გაიმარჯვებს, GOAT არის?

შეკითხვა N2: რა იქნება, ფინალში მესიმ და რონალდუმ რომ ითამაშონ…

შეკითხვა N3: მბაპე ზედიზედ მეორედ, თუ ლეო პირველად?

პიტერ დრური ( ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო კომენტატორი) : SCALONI WILL BE FAINTED, MESSI WILL BE SAINTED… დაბრუნება რეალობაში და თასით მორბენალი ლეო.

სადღაც, როსარიოში, ბუენოს აირესსა და მთელს არგენტინაში ერთი სიტყვა გამეფდა: კამპიონეს დელ მუნდო!

საუკეთესო ფინალი ისტორიაში? – უდავოდ!

საუკეთესო საფეხბურთო მატჩი ისტორიაში ? – “SKY”, “BBC” ; “THE GUARDIAN”; – ერთხმად, დიახ!

იქნება რაიმე მსგავსი? არავინ იცის, მაგრამ დატკბით მომენტით!

ისევ პიტერ დრური: “ფეხბურთი დასრულდა? ცხადია არა, მაგრამ პასუხი შეკითხვაზე თუ ვინ არის გოუთი, მარტივია, ლიონელ ანდრეს მესი!”.

16 წლიანი მოგზაურობის აპოთეოზი. ლეომ ჰიმალაის მთათა სისტემა დაიპყრო. მსოფლიოში, სულ 16 იმგვარი მწვერვალია, რომლის სიმაღლეც 8000+ მეტრია. ყველა ჰიმალაის სისტემაშია და ლეოს 15 უკვე დალაშქრული ჰქონდა. დარჩენილი იყო ერთადერთი, ევერესტი, 8848 მეტრი ნულოვანი ათვლის წერტილიდან და სიამაყით გადმოფენილი მარადონას დროშა, რომელიც მესის პორტრეტთან ერთად არგენტინული ცის მონუმენტური მნიშნელობის ნაწილია…

არგენტინამ ეს დაიმსახურა. დიახ, სწორად შენიშნეთ, არგენტინამ ეს დაიმსახურა. სამხრეთელები მშპ-ს ინდექსით საქართველოს 2-ჯერ უსწრებენ, რაც დიდი ვერაფერი ამბავია. რა მოხდა ფინალის წინ?! ყოველგვარი უტრირების გარეშე, არგენტინელთა ნაწილმა სახლ-კარი გაყიდა და ფინალზე დასასწრები ბილეთი ფორსირებულად შეიძინა. მიზეზი? არგენტინას ფინალი “მონუმენტალზე” უნდა ეთამაშა. სტადიონზე, რომელიც არგენტინული ფეხბურთის მონუმენტია და დიახ, სამხრეთ ამერიკელებმა ოკეანე ერთადერთი მიზნით გადასარეს – ბიჭებმა თავი შინ უნდა იგრძნონ და ასეც იყო! მთელი მატჩის განამვლობაში, ლამაზ, ესპანურ ნოტებზე მოქარგული სიტყვები ისმოდა, დიეგო მარადონა კი ფინალს 60 000 ადამიანის თვალებით უყურებდა, რადგან საკომენტატორო დუმილისას ხშირად გავიგონებდით: ოო ლეო მესი, ი დიეგო მარადონა…

ბუენოს აირესის ქუჩები

კილიან მბაპე? 23 წლის ასაკში შესრულებული ჰეთ-თრიქი, დონ კიხოტ ლამანჩელივით შეუპოვრად მებრძოლი, ოღონდ ქარის წისქვილის როლი ემილიანო მარტინესმა და არგენტინელმა მცველებმა მოირგეს. რატომ ქარის წისქვილი? – ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მბაპე 23 წლისაა, 1 მუნდიალი მოგებული აქვს და უკვე 12 გოლიც გაიტანა. 1966 წლის შემდეგ კი პირველი მოთამაშეა, ვინც ფინალში 3 გაიტანა. ჯოფ ჰარსტის გოლებსა და მარტინ პიტერსის საკონტროლო გასროლას, კორონირებული ელიზაბეთ მეორის თასით ხელში ხილვა მოჰყვა. მაშინ ფეხბურთი შინ დაბრუნდა, მას შემდეგ…

რუბრიკა UNSUNG HERO: ემილიანო მარტინესი, შეშლილი ფსიქოპათი, რომელიც მეტოქე გუნდის ფეხბურთელთა ნერვული სისტემით იკვებება. არ არსებობს სიტყვა ავტორიტეტი. რატომ UNSUNG HERO? გუშინ, ლეო მესი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ემი მარტინესის საგმირო საქმეთა გასააზრებლად დროა საჭირო. 120-ე წუთზე მოგერიებული მკვდარი ბურთი, კიდევ ერთი მოგებული პენალტების სერია და ფრანგების დაჩაჩანაკებული ნერვები – ყველაფერი “ასტონ ვილას” კიპერის “სინდისზეა”. ისიც ხომ ნახეთ, ოქროს ხელთათმანს რა დღე აწია? შეშლილია, შეშლილი…

გოუთი აქტუალური სიტყვაა, მაგრამ იცით, ვინ არის ნამდვილი ლეგენდა? ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც სტადიონს სახელი უბოძა. “LUSAIL ICONIC STADIUM”. მონუმენტური მნიშვნელობის სტადიონზე, ვინ იცის, ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო მატჩი ვნახეთ.

რა დააკლდა ფინალს? დონ კიხოტი ვახსენეთ და დავრჩეთ იდეალისტურ რეალობაში. ნერი პუმპინოსა და სერხიო ბატისტას ნაცვლად თასი, რომ დიეგო არმანდო მარადონას გამოეტანა…

წუთში წამი გაჩერდა: “DON’T CRY FOR ME ARGENTINA”-დან “CRY FOR ME ARGENTINA”-მდე. ვიდელა წარსულია, მესი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პელე: მესიმ ტიტული დაიმსახურა, მარადონა კი იღიმის

რა დატვირთვა აქვს ბაშტის?