Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” 22 წლის მცველი ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარ “პაფოსში” განაგრძობს.
ხარაბაძე “დინამოს” აღზრდილია და 2 სეზონი შვეიცარიულ “ციურიხში” გახლდათ განათხოვრებული, საიდანაც 2021 წელს დაბრუნდა.
რაც შეეხება “პაფოსს”, გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე–6 ადგილი დაიკავა. ხარაბაძის გუნდი ახალ სეზონს 27 აგვისტოს “აპოელთან” გასვლითი შეხვედრით დაიწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings