in

წურწუმია და გობაძე ტიტულის შენარჩუნებას შეეცდებიან: კლასიკოსების შემადგენლობა მსოფლიოზე

2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ასპარეზობაში თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, შემდეგ კი ესტაფეტას კლასიკოსები გადაიბარებენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობიოს შესახებ უკვე მოგახსენეთ. ახლა კი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობას გაგაცნობთ.

ოსლოში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონით იქნება წარმოდგენილი. გასულ მსოფლიოზე ჩემპიონის ტიტული ნუგზარ წურწუმიამ (-55 კგ) და ლაშა გობაძემ (-82 კგ) მოიპოვეს. ტურნირზე იასპარეზებს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იაკობ ქაჯაიაც.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა

55 კგ. – ნუგზარ წურწუმია
60 კგ. – ირაკლი ძიმისტარიშვილი
63 კგ. – ლერი აბულაძე
67 კგ. – რამაზ ზოიძე
72 კგ. – შმაგი ბოლქვაძე
77 კგ. – გელა ბოლქვაძე
82 კგ. – აივენგო რიკაძე
87 კგ. – ლაშა გობაძე
97 კგ. – გიორგი მელია
130 კგ. – იაკობ ქაჯაია

ორი მოქმედი ჩემპიონი: თავისუფლები ოსლოში უძლიერესი შემადგენლობით მიდიან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 7 ქულა: ცსკამ ევროლიგა მილანთან მარცხით დაიწყო

ბელგიური მედია ჩაკვეტაძეზე:ასეთი ფეხბურთელის სანახავად სტადიონზე წასვლა ღირს