„ნაპოლი“ დამაჯერებლად ლიდერობს იტალიის ჩემპიონატს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს.
ნეაპოლელი ტიფოზები სულ უფრო ხშირად იხსენებენ დიეგო მარადონას ეპოქას. დიადმა არგენტინელმა „ნაპოლი“ ოქროს მედლებამდე ორჯერ მიიყვანა. არც მანამდე და არც ამის შემდეგ (1990 წლიდან) ნეაპოლელებს სკუდეტო არ მოუგიათ.
გულშემატკივრების გაბედნიერების გამო მარადონა ნეაპოლელებისთვის თითქმის ღვთაებად იქცა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. როგორც წმინდანს!
გასულ კვირას სპალეტის გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიათი „რომასაც“ მოუგო და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.
მარადონას მალე ახალი კერპები მიემატებიან და ერთ-ერთი ქართველი ბიჭი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings