in

წლის მწვრთნელი გვარდიოლა გახდა: სამეულში სულ „ინგლისელები“ არიან

ბრიტანულმა გამოცემამ FourFourTwo 2021 წლის 50 საუკეთესო მწვრთნელის სია შეადგინა.

პირველი ადგილი დაიკავა „სიტის“ თავკაცმა პეპ გვარდიოლამ. 2021-ში მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდა, მოიგო ინგლისის ლიგის თასი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

პირველ სამეულში შევიდნენ „ჩელსის“ მწვრთნელი ტომას ტუხელი, რომელმაც მოიგო კიდეც ჩემპიონთა ლიგა და „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი.

პირველ ათეულში მოხვდნენ (ადგილების რიგითობა დაცულია):
ანტონიო კონტე („ინტერი“/“ტოტენჰემი“) ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნი“, გერმანიის ნაკრები), რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები), დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“), იულიან ნაგელსმანი („ლაიპციგი“/“ბაიერნი“), გარეთ საუთგეითი (ინგლისის ნაკრები) და მაურისიო პოჩეტინო (პსჟ).

ტოპ 50 დაასრულა აწ „ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ, რომელიც მანამდე ყატარის „ალ სადს“ ედგა სათავეში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონას ფეხბურთელებს საშობაო საჩუქრები არ დაურიგეს: პირველად ბოლო წლებში

ამათმა ლევანდოვსკიო: პოლონელმა მესის გაასწრო და წლის ფეხბურთელია