უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევი გიორგი წიტაიშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბს დატოვებს და უნგრულ “ფეჰერვარს” შეუერთდება.
მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი კიევის “დინამოს” საკუთრებაა, მაგრამ ამჯერად იჯარის წესით ოდესის “ჩერნომორეცის” შემადგენლობაში გამოდის. წყაროს ცნობით, თუ იჯარა შედგა და წიტაიშვილი უნგრულ გუნდს შეუერთდა, “ფეჰერვარს” მისი გამოსყიდვა მილიონი ევრო დაუჯდება.
21 წლის წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონში “ჩერნომორეცის” მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს კარიერის ადრეული წლები უკრაინაში აქვს გატარებული და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ “ფეჰერვარის” ღირსებას ბუდუ ზივზივაძე იცავს. ამ სეზონში ბუდუმ 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
17 ტურის შემდეგ, “ფეჰერვარს” 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings