in

წინ, ერთად ევროპისკენ! – საქართველოს მომავალი ევროპაზე გადის – ქართველი სპორტსმენები

ქართველი სპორტსმენები სულ უფრო აქტიურები არიან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაში. სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ირჩევენ ევროპას.

საქართველო ევროპაში, რუსეთის დედაც…

ევროპა გვაერთიანებს, მშვიდობა საქართველოს! – ხვიჩა კვარაცხელია

“ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის! არა რუსეთს!” – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაიას “სთორი”.

„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი წიტაიშვილის „სთორი“ ინსტაგრამზე.

“საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის” – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ანზორ მექვაბიშვილის “სთორი”.

„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!“ – გიორგი მამარდაშვილი.

„საქართველო ევროპა(ზე)ში” – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი აბურჯანია.

„დუმილი ღალატის ტოლფასია! წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს!“, – წყალბურთელი სანდრო ადეიშვილი.

„ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ.
სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო – როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!“ – თორნიკე შენგელია.

“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს.” – შოთა არველაძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა გვაერთიანებს, მშვიდობა საქართველოს! – ხვიჩა კვარაცხელია

ვიდეო: შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა