in

წილი ნაყარია: საქართველოს რთული მეტოქეები შეხვდა

ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა და შეიძლება ითქვას, რომ მაინც და მაინც არ გაგვიმართლა. შეგხვდა ძალიან ძლიერი მეტოქეები, დაბალანსებული და კარგი გუნდები.

B ლიგა
I ჯგუფი

ჩეხეთი
უკრაინა
ალბანეთი
საქართველო

მართალია, წილისყრამ და სერბი ფეხბურთელის ალეკსანდერ კოლაროვის ხელმა ინგლისი აგვაცილა, მაგრამ როდესაც პირველი სამი კალათიდან გუნდები ამოვიდნენ, აშკარად ჩანდა, რომ პირველი ჯგუფი თანაბრად და ძლიერად დაკომპლექტდა, სადაც არცერთ მათგანთან არ იქნებოდა მარტივი თამაში. ბევრ გულშემატკივარს კი, შესაძლოა, ისევ ინგლისი ერჩივნა, რადგან მსოფლიო დონის ფეხბურთელებს და გრანდს ვიხილავდით.

მოგეხსენებათ, ჩეხეთის ნაკრებს საქართველო ევროპის ჩემპიონატზე შეხვდება, თუ მარტის პლეი-ოფების შემდეგ, იქამდე გავაღწიეთ.
უკრაინას რომ ტოპ ლიგებში ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ნაკრები სტაბილურად აღწევს წარმატებას დიდ ფორუმებზე, ესეც არ არის სიახლე.
ალბანეთმა კი შესანიშნავად ითამაშა ევროშესარჩევი და გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე დამსახურებულად მოხვდა.

ასეა თუ ისე, წილი ნაყარია და საქართველოს ურთულეს მეტოქეებთან ჭიდილის მეტი არაფერი დარჩენია.

ჯგუფური ეტაპი 2024 წლის შემოდგომაზე, 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე გაიმართება.

ერთა ლიგის ამ გათამაშებიდან 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა შესაძლებელი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო სოცქსელებში ყველაზე მეტს შოულობს

ერთა ლიგის წილისყრა: ბობოლები ერთად მოხვდნენ – ყველა ლიგა და ყველა ჯგუფი