ამ სეზონში ევროპაში „ბარსელონას“ საშინაო მატჩები ყველაზე მეტ გულშემატკივარს აგროვებს.
„კამპ ნოუს“ საშუალო დასწრება ლა ლიგის სეზონის პირველ ნაწილში 83 194 ადამიანს შეადგენს. „ბარსას“ ორ თამაშს 90 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო – „ინტერთან“ (3:3, 92 302) და „ალმერიასთან“ (2:0, 92 605).
მიმდინარე სეზონში საშუალო დასწრების მაჩვენებლით ტოპ 10 ევროპული კლუბის რეიტინგი ასეთი გამოვიდა:
- „ბარსელონა“ (83 194 ჩემპიონატის მატჩებზე);
- „ბორუსია“ დორტმუნდი (81 032);
- „ბაიერნი“ (75 007);
- „მანჩესტერი“ (74 184);
- „მილანი“ (72 656);
- „ინტერი“ (72 080);
- „მარსელი“ (62 136);
- „რომა“ (61 794);
- „შალკე“ (60 870);
- „არსენალი“ (60 135).
მადრიდის „რეალის“ საშინაო მატჩების საშალოდ დასწრებამ 57 552 ადამიანი შეადგინა, ხოლო „ატლეტიკოსი“ – 54 507.
GIPHY App Key not set. Please check settings