in

წაუგებლობა დამთავრდა: საქართველო მაროკომ უპრობლემოდ წააქცია

საქართველოს ნაკრებმა წელიწადი უხასიათოდ დაამთავრა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მუნდიალის მონაწილე, საკმაოდ ძლიერ მაროკოსთან უშანსოდ წააგო – 0:3. კი გვქონდა გოლის გატანის შანსი ჩვენც, თან თავიდანვე, მაგრამ საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო და ზოგადად უკეთესი გუნდია – უფრო ტექნიკური, შეთამაშებული, კომბინაციებს ნამუშევარი ეტყობოდა, მოკლედ, ხალისიანად ბურთაობდნენ, ჩვენები კი ხშირად ისევ ინდივიდუალურად ცდილობდნენ ფონს გასვლას, არ იყო საჭირო კონცენტრაცია და საბოლოოდ მივიღეთ ლოგიკური შედეგი.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე, იუსუფ ენ-ნესირის გოლით გახსნა. 29-ე წუთზე მეტოქის უპირატესობა ორამდე ჰაკიმ ზიეშმა გაზარდა, როდესაც მოედნის ცენტრიდან ბურთი თავზე გადაუგდო წინ გამოსულ მამარდაშვილს. მატჩის საბოლოო ანგარიში 72-ე წუთზე სოფიან ბუფალმა დააფიქსირა 11-მეტრიანით.
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრა, მაროკოსთვის ბოლო ამხანაგური მატჩი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე.

მაროკოს წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ეროვნულ გუნდში 101-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს ნაკრების ისტორიაში. გიორგი გოჩოლეიშვილმა და საბა საზონოვმა კი, პირველად მოირგეს ეროვნული ნაკრების მაისური.

მაროკოსთან მატჩით საქართველოს ნაკრებმა 2022 წელი დაასრულა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი მომავალი წლის მარტში გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდაშვილის შეცდომა და ჰაკიმის გოლი ცენტრიდან

არ მინდა ზედმეტად ნეგატიური ვიყო: ვილი სანიოლი მარტში სხვა საქართველოს ელოდება