„რია ნოვოსტისთან“ ვრცელ ინტერვიუში ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
თქვენი ყოფილი ფეხბურთელებიდან ყველა ლამაზი სტილის კვარაცხელიაა. მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი.
ის იყო „ლოკომოტივში“ – გახდა საუკეთესო, იყო „რუბინში“ – გახდა საუკეთესო. მივიდა „ნაპოლიში“ – გახდა საუკეთესო. პსჟ-ში კიდევ უფრო უკეთესი ხდება. მის ნიჭიერებაში ბევრი ქართული ტრადიციაა – მოქნილობა, ტექნიკა, შეტევა. თუმცა ახლა არ შეიძლება მხოლოდ შეტევა, ეს „ნაპოლიში“ სპალეტიმ შთააგონა. ალბათ, ხვიჩამ გაიხსენა, ოდესღაც რა უთხრა სიომინმა: „არა, ჩემო ძვირფასო, შენ არა მხოლოდ იერიშებში, არამედ დაცვაშიც უნდა მიიღო მონაწილეობა“.
ბოლოს პსჟ-სა და „არსენალის“ შეხვედრა დამამახსოვრდა. მე არ მინახავს, რომელიმე ფეხბურთელს ასეთ უმაღლეს დონეზე ჩაეტარებინოს მატჩი. ხვიჩა შეუდარებელი იყო. ამ თამაშის შემდეგ შეიძლებოდა „ოქროს ბურთი“ მიეცათ.
ბევრი მიდის, მაგრამ ყველა როდი ხდება ევროპაში წარმატებული.
მისი მთავარი კოზირი, რის გამოც ავიყვანეთ – კარგი „მოტყუებაა“. ბურთს მიიღებდა და ადვილად შეეძლო გასცდენოდა ერთ-ორ მეტოქეს. სხვა უნარების მხრივ ჩამორჩებოდა, მაგრამ ჩვიდმეტი წლის იყო, პროცესში უფრო მძლავრი გახდა. ახლა შესანიშნავი სისწრაფე აქვს, წარმოუდგენელი რეაქცია. ეს ბუნებისგან ჰქონდა თანდაყოლილი, რაც თავიდანვე არ გამოვლინდა. იღებს ბურთს და მაშინვე იცის, მასთან ერთად რა უნდა გააკეთოს. სხვები ბურთის მიღებისას კიდევ რამდენიმე ხანი უკეთეს სიტუაციას ეძებენ. აზროვნების სისწრაფე იშვიათი თვისებაა.
რუსეთიდან წასული სხვები რატომ ქრებიან?
ასეთი გამოკვეთილი ნიჭი არ აქთ, სავარაუდოდ. ამას შრომისმოყვარეობა, მოთმინება და სულის დაუოკებელი მისწრაფება სჭირდება, რათა გახდე საუკეთესო. სწორედ ამ უმძიმესი შრომის და ხარისხიდან გამომდინარე, ხვიჩას შეუძლია ვარსკვლავებს კონკურენცია გაუწიოს. ზახარიანი, ვფიქრობ, ვერ უძლებს ასეთ ყოველდღიურ დაძაბულობას და სტრესს. კონკურენცია ხომ მარტო მატჩებისას კი არა, კიდევ ვარჯიშისასაა. უნდათ შენი ადგილი დილითაც წაგართვან და საღამოსაც. ხვიჩა კი იმათთაგანია, ვინც თავისას ასე უბრალოდ არ დათმობს.
ზახარიანს ესპანეთში თავის პოზიციაზე სამი კონკურენტი ჰყავს. ჩემი აზრით, ჩვენი ჭაბუკები კონტრაქტის გაფორმებისას ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოუვიდათ. სინამდვილეში ეს მხოლოდ გამოცდის დასაწყისია. 10-12 წელი ქანცგამწყვეტი ბრძოლა. აი, ხვიჩა იბრძვის. როგორ გაუძლოს ასეთ დაძაბულობას „ნაპოლიში“, გაუძლოს პსჟ-ში? ჩვენს მოთამაშეებს ამის აღქმა არ გააჩნიათ. ხვიჩას აქვს. გული დამწყდა, როდესაც „ნაპოლიდან“ მიდიოდა. იქ აღმერთებდნენ. ყველა ღარიბ კვარტალში მისი სურათები იყო, მაისურები. ასეთი ხალხისგან წასვლა ძნელია. ისინი მარადონას შემდეგ პირველად გახდნენ ჩემპიონები. ხვიჩა მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა. წარმოგიდგენიათ? თქვენ კი სტილზე მეკითხებით…
sportall.ge


GIPHY App Key not set. Please check settings