Sky Sport-ის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრისტიან ერიკსენის გასაფორმებლად ყველაფერს აკეთებს. 30 წლის დანიელი თვის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ერიკ ტენ ჰაგს „ოლდ ტრაფორდზე“ მაგიის დასატრიალებლად ერიკსენი სჭირდება. goal.com-მა დღეს დაწერა, რომ ერიკსენმა წითლების შეთავაზება დაბლოკა, გამოცემამ კი კიდევ უფრო ავტორიტეტული “გარდიანი” დაიმოწმა. თავის მხრივ, გულისშეტევაგადატანილი ერიკსენის შენარჩუნება „ბრენტფორდსაც“ სურს, მაგრამ დიდი ალბათობით, ის გუნდს დატოვებს.
ბრიტანული პრესა გვაუწყებს, რომ რაჰიმ სტერლინგს „სიტიდან“ აბარგება აქვს გადაწყვეტილი. თითქოს, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერმა ქალაქელთა შემტევები დააფრთხო და ერთი-მეორეს მიყოლებით ითხოვენ სხვაგან წასვლას. რაჰიმ სტერლინგი და „ჩელსი“ ბოლო დღეების აქტიური განხილვის საგანია. ერთადერთი, რამაც შესაძლოა ტრანსფერი შეაფერხოს ლუკაკუს ფაქტორია. თუ ბელგიელი „ინტერს“ შეუერთდა, მაშინ ტრანსფერის ალბათობა დიდია.
ლონდონის „ჩელსის“ საკუთრებაში მყოფი არმანდო ბროიას შეძენას „ვესტ ჰემი“ ლამობს. 20 წლის ალბანელმა გასული სეზონი „საუთჰემპტონის“ რიგებში გაატარა და 6 გოლიც გაიტანა. „ვესტ ჰემი“ მის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქას იხდის.
მილანის „ინტერი“ ალესანდრო ბასტონის შენარჩუნებას ცდილობს. ანტონიო კონტე იტალიელ ცენტრალურ მცველს არწმუნებს, რომ ნისლიანი ალბიონი საუკეთესო ადგილია, მაგრამ „ნერაძური“ ბასტონის სამშობლოში დარჩენას ურჩევს. „ტოტენჰემი“ 65 მილიონს იხდის.
მარიო გიოტცე ბუნდესლიგაში ბრუნდება. მარიოს პსვ-ში მშვენიერი სეზონი ჰქონდა და კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, მაგრამ „აინტრახტმა“ 4.5 მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი აამოქმედა და სუპერ მარიოც გერმანიაში ბრუნდება.
GIPHY App Key not set. Please check settings