in

ძაღლების ბრძოლა: საქართველოს ხვალ ომი აქვს – კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი 93:61 დაამარცხა და ევრობასკეტის პლეი ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა კვიპროსელებს მონდომება დაუფასა და მომავალ მეტოქეზე, ბოსნიის ნაკრებზე ისაუბრა:

„კვიპროსს მებრძოლი გუნდი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რა ანგარიშია, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძვიან. ეს დიდ პატივისცემას იმსახურებს. კარგად ვისროლეთ სამქულიანები. როდესაც პერიმეტრიდან ბევრ ქულას აგროვებ, თამაში კიდევ უფრო იოლდება, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, რადგან მაღალი შემადგენლობა გვყავს.
კვიპროსთან ბევრი სამქულიანი ჩავაგდეთ. ასევე კარგად ტყორცნის პერიმეტრიდან ბოსნია და მაღალი დონის წიახაზელები ჰყავს. ასე რომ, როგორც თორნიკე შენგელიამ თქვა, „ძაღლების ბრძოლას“ ველით. ბოსნიელები გამოვლენ ყველაფრით, რაც გააჩნიათ, ჩვენც გავიღებთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ძალიან მძიმე თამაშს ველით. ეს იქნება საკალათბურთო ომი“.

ბექა ბურჯანაძე:

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. თავიდანვე ჩვენი მიზანი ტურნირზე ბოლო ორი შეხვედრის მოგება იყო. საბედნიეროდ, შეჯიბრება ესპანეთთან წარმატებით დავიწყეთ და დღესაც დამაჯერებალდ მოვიგეთ, ახლა ბოლო თამაში დარჩა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ბოსნიის ნაკრები ფიზიკურობით და აგრესიულობით გამოირჩევა. ამ გუნდში გამორჩეული ტანმაღალი და დაბალი მოთამაშეები ირიცხებიან, კარგად უტევენ პერიმეტრიდან. წინ ძალიან დიდი ბრძოლა გველის, ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია და მოედანზე განსაკუთრებული შემართებით გავალთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.-

თორნიკე შენგელია:

„გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებში, 20 წელია, თამაშობს. მას და მის გადაწყვეტილებას ძალიან ვაფასებთ. სანაკრებო კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მინდა, სიახლე გავაჟღერო – თანაგუნდელებმა მასთან ვისაუბრეთ და გიორგი ნაკრებს ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებშიც დაეხმარება. მას საქართველოს ნაკრებში 197 მატჩი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ევრობასკეტზე ასცდეს 200-მატჩიან ნიშნულს.

კვიპროსის ნაკრები სწრაფი, მებრძოლი გუნდია. ჩვენი ამოცანა იყო, თავიდანვე მოგვეპოვებინა უპირატესობა, რომ მეტოქეს თავდაჯერება არ ეგრძნო. ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. მადლობა ქართველ გულშემატკივარს ასეთი ქომაგობისთვის“.

საბერძნეთს აქამდე წაგება არ ჰქონდა და ბოსნიასთან დამარცხდა. ასეთ გუნდთან გამარჯვება იოლი არ არის. ვნახეთ, როგორ თამაშობს ბოსნია-ჰერცეგოვინა და ვეცდებით, საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ მასთან მატჩს. სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება, რომელი გუნდი გავა პლეი ოფში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ორივე გუნდისთვის“.

საქართველოს ეროვნული გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას გაარკვევს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვიპროსი მივანგრიეთ, მთავარი წინაა: რა ვითარებაა საქართველოსთვის

რატომ უთხრა ქეცბაიამ ანორთოსისს უარი: ბრუნდება საქართველოში?