in

ცხვირის თუ ფრჩხილების გამო თამაშგარე აღარ იქნება: პრემიერლიგა ოფსაიდის განსაზღვრებას ცვლის

ინგლისის პრემიერლიგის ახალ სეზონზე თამაშგარეს განსაზღვრებას ვიდეოგამეორების დახმარებით შეცვლიან. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერლიგის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ რაილიმ გაავრცელა.

„ჩვენ გვინდა დავნერგოთ მიდგომა, რომელიც მოთამაშეს საშუალებას მისცემს, გავიდეს მოედანზე და თავისი შესაძლებლობები ისე გამოავლინოს, რომ თამაშის მსვლელობას ხელი არ შეეშალოს.
ეს ნიშნავს იმას, რომ უმნიშვნელო დარღვევების დროს ვიდეოგამეორებას აღარ გამოვიყენებთ, მსაჯების ჩარევაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება საჭირო.
მოთამაშეს თავდასხმის უპირატესობა მივეცით. ოფსაიდის დროს პროცესი ისეთივე იქნება, როგორც გასულ წელს, თუმცა ხაზები უფრო მეტად გამოიკვეთება.
შეიძლება ითქვას, რომ დავაბრუნეთ 20 გოლი, რომელიც გასულ სეზონზე ოფსაიდის გამო გაუქმდა.
ასე რომ, ფეხბურთელების ფრჩხილებისა თუ ცხვირების გამო თამაშგარე მდგომარეობა აღარ იქნება“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფა ევრო 2020-ის ფინალზე მომხდარ არეულობას გამოიძიებს

ბითაძე ტრავმირებულია: მან შესაძლოა ზაფხულის ლიგაზე ვერ ითამაშოს