ევროსარბიელის წინ თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს. ჩვენი ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ მოგვაწოდა, წყალტუბოს “სამგურალთან” წაგებული მატჩის შემდეგ, “დინამოდან” კახა ცხადაძე გაუშვეს.
Sport4me.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისურ კლუბს გიორგი ჭიაბრიშვილი უხელმძღვანელებს. ჭიაბრიშვილი ბოლოს თბილისის “ლოკომოტივში” მუშაობდა, მაგრამ გუნდი სეზონის წინ კლუბში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა.
მანამდე “საბურთალოსა” და ზესტაფონშიც” უმუშავია და ორივე გუნდში ერთად საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings