კახა ცხადაძე „გაბალას” მთავარი მწვრთნელია. 55 წლის ქართველმა სპეციალისტმა აზერბაიჯანულ გუნდთან 1.5- წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ცხადაძის თანაშემწედ გიორგი ჩიხრაძე იმუშავებს, რომელიც 2011-15 წლებში „სიმურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო.

ცხადაძეს აზერბაიჯანში უკვე უმუშავია, ის იყო „სტანდარტისა“ (2008) და „ინტერის“ (2009-14) მწვრთნელი. „ინტერში“ ცხადაძემ ქვეყნის ჩემპიონატი და თანამეგობრობის თასი მოიგო. ამასთან, კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა ევროთასებზე.
„გაბალა“ ახლა ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა. ცხადია, ქართველი სპეციალისტის ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.
