ჩემპიონთა ლიგის ოთხეული დაკომპლექტდა. „სიტის“ დიდი ბრძoლა, შეიძლება ითქვას, ომის გადახდა მოუწია მადრიდში, უხეში და შედეგზე ორიენტირებულ „ატლეტიკოსთან“. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი გოლი არ გასულა (ბევრი კი არა, ერთიც არ გასულა), იყო ძიძგილაობა, ჯარიმები, უხეშობა, ჩეხვა, დაძაბულობა, რომელშიც საბოლოოდ გვარდიოლას გუნდი გამოვიდა გამარჯვებული და წინ კიდევ ერთი მადრიდული გუნდი, ოღონდ ბევრად ფეხბურთის მოთამაშე „რეალი“ ელოდება.
დიეგო სიმეონე ირონიულად უკრავდა ტაშს „სიტის“ ფეხბურთელებს, რომლებთაც დრო გაყავდათ. ის მოედანზე შევიდა და გაფრთხილებაც მიიღო.
„სიტის“ კანსელო არ ითამაშებს ნახევარფინალის პირველ მატჩში ზედმეტი ყვითლების გამო, დე ბრუინს და უოკერს ტრავმა აქვთ.
„ატლეტიკოს“ და „სიტის“ ფეხბურთელებს შეხლა-შემოხლა მოუვიდათ მოედანზეც და მერე გვირაბშიც. საჭირო გახდა პოლიციის ჩარევაც.
მეორე შეხვედრაში იურგენ კლოპმა როტაციას მიმართა და „ბენფიკასთან“ შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე სკამზე დასვა. მიუხედავად ანგარიშისა, ინგლისელები მშვიდად იყვნენ, რადგან 3:1 მიყავდათ და სტუმრებმა მოგვიანებით შეძლეს გათანაბრება.
ერთიც: გამოიკვეთა ინგლისურ-ესპანური დომინაცია. ამ ქვეყნებს ორ-ორი წარმომადგენელი შერჩათ ნახევარფინალში.
„სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და ისტორიაში მესამედ.
„სიტი“ 10 მატჩია არ აგებს – 6 მოგება და 4 ფრე.
„სიტიმ“ სტუმრად ბოლო 8-დან 7 შეხვედრაში არ გაუშვა. ბურთების სხვაობა – 18:1.
„სიტიმ“ მე-100 მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე.
გვარდიოლა სარეკორდო, მე-9-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში როგორც მწვრთნელი, ანჩელოტისა და მოურინიოს ანგარიშზე – 8 ნახევარფინალია.
„ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 8 მატჩია შინ ვერ იგებს – 5 ფრე და 3 მარცხი.
იან ობლაკი: „ატლეტიკოს“ ორი მატჩის ჯამში მეტი შანსი ჰქონდა. მეტს ვიმსახურებდით“.
გვარდიოლა: „რეალი“ – ჩემპიონთა ლიგის მეფეა. „სიტის“ შანსი არ ექნება თუ ისევე ვითამაშებთ, როგორც მეორე ტაიმში. გაგვიმართლა, რომ არ გავუშვით. ისინი მეორე ტაიმში უკეთესები იყვნენ“.
ატლეტიკო – სიტი 0:0
პირველი მატჩი 0:1
ატლეტიკო: ობლაკი – სავიჩი, ფელიპე, მანდავა – ლორენტე, კოკე (69. დე პაული), კონდოგბია, ლემარი (82. ლუის სუარესი), რენან ლოდი (70. ანხელ კორეა) – გრიზმანი (69. კარასკო), ჟოაო ფელიქსი (82. კუნია)
სიტი: ედერსონი – უოლკერი (73. აკე), სტოუნზი, ლაპორტი, კანსელო – დე ბრუინი (65. სტერლინგი), როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, ბერნარდო სილვა (79. ფერნანდინიო), ფოდენი
გაძევება: ფელიპე (90+2. ატლეტიკო)
„ლივერპული“ მე-12-ედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში და „მანჩესტერის“ რეკორდი გაიმეორა ინგლისური კლუბებისთვის.
კლოპის ხელში „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 5 მცდელობიდან მესამედ გავიდა.
ფირმინიომ 20 გოლი გაიტანა „ლივერპულის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე. უფრო მეტი გატანილი აქვთ სალაჰს, მანესა და ჯერარდს.
ჟოტა: „ვაგრძელებთ ბრძოლას სამ ტურნირზე. ხდება შემადგენლობას როტაცია“.
ნუნიესი: „ჩვენ ვაჩვენეთ,. რომ „ბენფიკა“ დიდი კლუბია“.
„ბენფიკას“ მწვრთნელი: „კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ მოგება ვერ მოვახერხეთ“.
კლოპი: „ემერი – თასის მეფეა. რასაც ის აკეთებს, საოცარია. „ვილიარეალმა“ დაიმსახურა ნახევარფინალი „იუვენტუსისა“ და „ბაიერნის“ გაგდების შემდეგ“.
ლივერპული – ბენფიკა 3:3
პირველი მატჩი 3:1
გოლები: 1:0 კონატე (21), 1:1 რამოსი (32), 2:1 ფირმინო (55), 3:1 ფირმინო (65), 3:2 იარემჩუკი (73), 3:3 ნუნიესი (82)
ლივერპული: ალისონი – ჯო გომესი, კონატე, მატიპი, ციმიკასი – კეიტა, მილნერი (57. ტიაგო ალკანტარა), ჰენდერსონი (57. ფაბინიო) – დიოგო ჟოტა (57. სალაჰი), ლუის დიასი (66. მანე), ფირმინო (90+2. ორიჯი)
ბენფიკა: ვლახოდიმოსი – ჟილბერტო (90+1. ჟილ დიასი), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო – ევერტონი (90+2. ალმეიდა), ვაიგლი, ტაარაბტი (66. ჟოაო მარიო), გონსალვეში (46. იარემჩუკი) – ნუნიესი, რამოსი (78. ბერნარდო)
GIPHY App Key not set. Please check settings