მაროკოსთან ნახევარფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე, “ლე ბლუს” ორმა ძირითადმა ფეხბურთელმა, დაიოტ უპამეკანომ და ორელიენ ჩუამენიმ ვარჯიში გამოტოვეს და ამის შესახებ “GOAL.COM” გვატყობინებს.
გამოცემა აზუსტებს, რომ ორივე მოთამაშემ, შესაძლოა, ნახევარფინალი გამოტოვოს, მაგრამ ეს დაზუსტებული არ არის.
უპამეკანოს შემცვლელად იბუ კონატეა, რომელსაც ურიგო მუნდიალი არ აქვს და თან “ლივერპულის” ძირითად მცველად ყალიბდება.
ნახევარდაცვა კი პრობლემურია. კანტე&პოგბას დუეტი ისედაც ვერ ეხმარება მოქმედ ჩემპიონს, ჩუამენის გამოკლების შემთხვევაში კი უპირველეს ვარიანტად მატეო გენდუზი მოსჩანს.
GIPHY App Key not set. Please check settings