in

ჩისკოს რეკორდი ინგლისში: დინამოს ყოფილი მწვრთნელი პრემიერლიგას უახლოვდება

თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი, რომელმაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ქვეყნის ჩემპიონობა 4-წლიანი პაუზის შემდეგ, ზედიზედ ორჯერ მოაგებინა, ინგლისის პრემიერლიგას უახლოვდება.

ჩისკოს “უოტფორდმა” ჩემპიონშიპის 39-ე ტურის შეხვედრაში “შეფილდი” 1:0 დაამარცხა. ამ მოგებით “დინამოს” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგაში აღზევებისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ მატჩის შემდეგ “უოტფორდის” მოგებების სერია შეწყდა, გასვლაზე 1:1 ითამაშა “მიდლსბროსთან”.

“უოტფორდი” 79 ქულით მე-2 ადგილზეა, უახლოეს მდევარ “ბრენტფორდს” 9 ქულით უსწრებს, თუმცა მდევარს ერთი მატჩი თადარიგში აქვს. ლიდერ “ნორვიჩამდე” კი 8 ქულაა. ჩემპიონშიპში 40 ტურია ნათამაშევი, სულ კი გუნდებმა 46 მატჩი უნდა ჩაატარონ.

აღსანიშნავია, რომ “უოტფორდს” ზედიზედ 6 საშინაო მატჩი 2011 წლის შემდეგ არ მოუგია. მორიგი მატჩი გუნდს ხვალ საღამოს უწევს შინ “რედინგთან”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გურამ კაშია: შვედეთთან და საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ – კოსოვოსთან ქულები არ უნდა დავკარგოთ

ბორჯღალოსნების კაპიტანი მომავალ ბორჯღალოსნებთან