in ,

გურამ კაშია: შვედეთთან და საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ – კოსოვოსთან ქულები არ უნდა დავკარგოთ

დღეს პირველი არხის სპორტულ გადაცემას “საფეხბურთო ტაიმ აუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად” საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გურამ კაშია სტუმრობდა. კაშიამ სტუმრობისას ნაკრების განვლილ მატჩებზე, ვილი სანიოლსა და მომავალზე ისაუბრა.

“იმ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, რაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ სამ შეხვედრაში ვაჩვენეთ, ამბიცია უნდა გაგვიჩნდეს, რომ ამ ჯგუფში წარმატებით გამოვიდეთ. კოსოვოს წინააღმდეგ ურთულესი თამაშები გველის, მაგრამ მათთან ქულები არ უნდა დავკარგოთ. შვედეთთან და საბერძნეთთან კი, აუცილებლად მოგებაზე ვითამაშოთ”, – თქვა ნაკრების ვიცე-კაპიტანმა.

გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემაზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, ნაკრებში ყველაზე პრობლემური პოზიცია ცენტრალური თავდამსხმელია. ხშირად ვთამაშობთ გრძელი გადაცემებით და ფორვარდს უწევს ტანმაღალ მცველებთან ბრძოლა. მათ უფრო მეტი მომენტი უნდა შევუქმნათ”, – თქვა გურამ კაშიამ.

კაშიამ ასევე ნაკრებში ვილი სანიოლის დებიუტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგი სპეციალისტი ფეხბურთელებს საოცრად მუხტავს.

“სანიოლი ისეთვეა, როგორ პრესკონფერენციაზე – გახსნილია და შეგიძლია ნებისმიერ დროს ელაპარაკო. ხიზანიშვილი კარგად ეხმარებოდა. ალბათ, ახალი მცველებიც ზურამ ურჩია, კარგი სელექცია ჩატარდა. დავალებები ძალიან კარგად მოგვაწოდა. მოედნის მიღმა დისციპლინა ძალიან უყვარს.
სანიოლი დაძაბულობას და წნეხს გვიხსნის. უბურთოდ აგრესიულ თამაშს გვთხოვს. მცველებს კი კონკრეტულ დავალებებს გვაძლევს. თანაც, მცველების სწორი არჩევანი გააკეთა. ნაკრებს რომ გაიცნობს, მჯერა, გუნდი უკეთ ითამაშებს. სხვათა შორის, ძალიან უყვარს სწრაფი ფეხბურთელები, ლობჟანიძე და კვარაცხელია”, – თქვა გურამ კაშიამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დამწვით და ფერფლი სტადიონზე მოაყარეთ

ჩისკოს რეკორდი ინგლისში: დინამოს ყოფილი მწვრთნელი პრემიერლიგას უახლოვდება