“უოტფორდის” მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ინგლისური ჩემპიონშიპის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
თბილისის “დინამოს” ყოფილი დამრიგებლის გაწვრთნილმა “უოტფორდმა” მარტში ჩატარებული 5 მატჩიდან ხუთივე მოიგო. აპრილის თამაშების ჩათვლით კი, “უოტფორდის” დაუმარცხებელი სერია უკვე 7 მატჩს ითვლის.
“ბედნიერი ვარ ამ აღიარებით. ეს სავარჯიშო მოედანზე გამოსული თითოეული ადამიანის დამსახურებაა, რადგან ისინი მაქსიმუმს აკეთებენ გუნდისთვის. ძალიან დიდ პროფესიონალებთან ერთად ვმუშაობ და მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო. გამიმართლა, რადგან გასახდელში შესანიშნავი ადამიანები და ნამდვილი პროფესიონალები მყავს”, – ციტირებს ჩისკოს “უოტფორდის” ოფიციალური გვერდი.
ჩისკოს რეკორდი ინგლისში: დინამოს ყოფილი მწვრთნელი პრემიერლიგას უახლოვდება
ჩისკოს “უოტფორდს” 79 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. პრემიერლიგაში კი, ჩემპიონშიპის ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ გადადის.
GIPHY App Key not set. Please check settings