in

მამუკელაშვილის შემდეგ ბეჟანიშვილიც: ორი ქართველი NBA-ს დრაფტზე

გიორგი ბეჟანიშვილმა სტუდენტური კარიერა დაასრულა. მან „ილინოისთან“ ერთად ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონობა მოიპოვა. ეს არის NCAA-ის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენცია, რომელსაც ეროვნული რეიტინგის 25-ეულში 5 წარმომადგენელი ჰყავს – „მიჩიგანი“, „ილინოისი“, „აიოვა“, „პერდიუ“ და „ოჰაიო“.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ 2021 წლის ზაფხულში NBA-ს დრაფტზე აპირებს დადგომას.

„პირველი დღიდან ჩემპიონობამდე მხოლოდ სიყვარული მახსოვს. მინდა „ილინოისის“ ყველა გულშემატკივარს გულითადი მადლობა გადავუხადო.
ჩემი თავგადასავალი ილინოისში საოცარი იყო. ამიერიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ, 2021 წლის დრაფტზე დავდგები.
მადლობა ყველას, ვინც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გვერდში დამიდგა. ყოველთვის გამეხარდება ჩემი გუნდის წარმატება – მომავალი „ილინოისისაა“, – თქვა გიორგი ბეჟანიშვილმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის NBA-ს დრაფტზე დადგომას სანდრო მამუკელაშვილიც აპირებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გარეთ ბეილს უცხოპლანეტელები უნახავს

ჩისკოს აღიარება ინგლისში: დინამოს ყოფილი დამრიგებელი მარტში საუკეთესოა