კლასიკო ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ველოდით: „ბარსამ“ ისე გადაურბინა „რეალს“, იფიქრებდი ჩავი სათადარიგოთა სკამზე კი არა, მოედანზე იყო და გვერდს ისევ უმშვენებდნენ ინიესტა, მესი, ნეიმარი თუ სხვა ვარსკვლავები. „ბარსელონამ“ 4 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და კიდევ არაერთი უნდა შეეგდო, თანაც საპასუხოდ მასპინძლებისთვის რაიმე განსაკუთრებული შანსი არ მიუცია. მოკლედ, ბრძოლა არ შედგა და სიამოვნება მარტო ერთმა მხარემ მიიღო. სიმბოლურია, რომ ამ მატჩისთვის სპეციალურ შავ სამოსში გამოწყობილი „რეალს“ მართლაც სამგლოვიაროდ გაუხდა საქმე.
„მარკამ“ ფეხბურთელები შეაფასა და „რეალის“ 8 მოთამაშეს – კარვახალს, მილიტაოს,.ალაბას. ნაჩოს, კაზემიროს, კროსს, მარიანო დიასს და როდრიგოს – შეფასება არ დაუწერა, ხაზი გადაუსვა. ყველაზე კარგი შეფასება მეკარე კურტუამ მიიღო – 2 ვარსკვლავი.
ცხრილს რაც შეეხება, საკუთარი ყოჩაღობისა და „სევილიის“ ზედიზედ 3 ფრის (ისე 5 მატჩიდან 4 ფრე) გამო, „ბარსა“ უკვე 3 ქულაში მიუახლოვდა მეორადგილოსან სევილიელებს და თან თამაშიც თადარიგში აქვს. მოკლედ, ერთ დროს შუაში გაჩხერილი კატალონიური გრანდი უკვე მეორე ადგილის რეალური მაძიებელია, უბრალოდ ლიდერ „რეალამდე“ ჯერ ისევ ბევრი რჩება – პოტენციური 9 ქულა (ახლა 12 ქულაა).
სამაგიეროდ ძალიან მოუმატა „ატლეტიკომ“, სიმეონეს ბიჭები უკვე ყველას უგებენ და რადგან ოთხეულის სხვა მაძიებლები – „ბეტისი“, „სოსიედადი“, „ვილიარეალი“ – ქულებს კარგავენ, ოთხეულის ფავორიტები გამოკვეთილი არიან.
„ბარსელონამ“ 21-ე საუკუნეში მე-9 მოუგო „რეალს“ დიდი სხვაობით. მადრიდელებს კი მარტო ერთი მოგება აქვთ დიდი ანგარიშით.
„ბარსამ“ შეწყვიტა „რეალის“ ზედიზედ 5 მოგება.
„ბარსამ“ კლასიკო პირველად მოიგო ბოლო 3 წელიწადში.
ჩავიმ პირველად მოიგო კლასიკო როგორც მწვრთნელმა. პირველი წააგო.
„ბარსელონა“ არ აგებს 12 მატჩია – 9 მოგება და 3 ფრე.
„რეალმა“ 4 ბურთი „რეალისგან“ პირველად გაუშვა 2018 წლის შემდეგ. მაშინ ლოპეტეგი გააგდეს.
ობამეიანგი – 21 საუკუნეში პირველი მოთამაშეა, რომელმაც „რეალს“ ზედიზედ 5 მატჩში გაუტანა.
ობამეიანგმა ბოლო 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ფერან ტორესს 6 (4+2) ქულა აქვს ბოლო 5 მატჩში.
არაუხო „ბარსას“ პირველი ფეხბურთელია ბოლო 10 წელიწადში, რომელმაც „რეალს“ თავით გაუტანა „ბერნაბეუზე“. ეს 2012 წელს ბოლოს პუიოლმა გააკეთა ჩავის ჩაწოდების შემდეგ.
38 წლის დანი ალვეშმა „ბარსელონაში“ მე-400 მატჩი ჩაატარა.
ალვეში: „ბარსას“ თამაშის საკუთარი სტილი და ფილოსოფია აქვს, ამან გაგვხადა ჩვენ დიადები“.
ბუსკეტსი: „ბევრად მეტის გატანა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებდით, ასე მოხდებოდა“.
პიკე: „ჩვენ დავბრუნდით“.
ჩავი: „არ ველოდით ასე თუ ვაჯობებდით „რეალს“. „ბარსას“ მეტის გატანაც შეეძლო“.
ნაჩო: „ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი, მოდუნებულები გავედით. „რეალი“ არც შეტევაში იყო კარგი და არც დაცვაში“.
ანჩელოტი: „ეს ჩემი ბრალია, „რეალს“ ვერ იცნობდი. მაგრამ დრამატიზირება არ არის საჭირო“.
ლა ლიგა – XXIX ტური
ბილბაო – ხეტაფე 1:1
ალავესი – გრანადა 2:3
ელჩე – ვალენსია 0:1
ოსასუნა – ლევანტე 3:1
რაიო ვალეკანო – ატლეტიკო 0:1
ესპანიოლი – მალიორკა 1:0
კადისი – ვილიარეალი 1:0
სელტა – ბეტისი 0:0
სევილია – სოსიედადი 0:0
რეალი – ბარსელონა 0:4
GIPHY App Key not set. Please check settings