in

ჩვენს ძველ ნაცნობს შარში ხვევდნენ: კარლ ცეისის ფეხბურთელებს დამტვრეული გერმანულით ფული შეთავაზეს

მეოთხე გერმანული ლიგის გუნდმა იენის „კარლ ცეისმა“ აცნობა, რომ მის ფეხბურთელებს თამაშის ჩაწყობის წინადადებით მიმართეს. აღნიშნავენ, რომ კლუბმა უკვე მიმართა პოლიციას.

„შეშფოთებულები ვართ ბოლო დღეებში მიღებული შეტყობინებებით, რომლის თანახმად რეგიონალური ლიგის ზოგიერთი კლუბი აშკარად თავაზობდნენ ფეხბურთელებს ფსონებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს, „კარლ ცეისის“ რამდენიმე მოთამაშემაც კლუბს აცნობა ანალოგიური სიახლეების შესახებ. ბოლო რამდენიმე დღეში „კარლ ცეისის“ ფეხბურთელებმა ინსტაგრამზე დამტვრეულ გერმანულ ენაზე დაწერილი სპამის მსგავსი შეტყობინება მიიღეს – მათ ფულს თავაზობდნენ“, – გვეუბნება ოფიციალურ საიტზე დაწერილი ცნობა.

„კარლ ცეისი“ „ჩრდილო-აღმოსავლეთ“ ზონის რეგიონალლიგაში გამოდის, სადაც 8 მატჩის შემდეგ მე-5 ადგილზეა.
ეს კლუბი ოდესღაც არა თუ პირველ ბუნდესლიგაში გამოდიოდა, არამედ ევროასპარეზზეც გამოირჩა, როდესაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალში გავიდა და, გზად არც მეტი არც ნაკლები, „რომა“, „ვალენსია“ და „ბენფიკა“ ჩამოიშორა, ხოლო ფინალში ჩვენს თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: რონალდი ვარჯიშზე 186 ათასიანი Lamborghini-ით მივიდა

გერმანელების თვითმფრინავი ავარიულად დაჯდა შოტლანდიაში